ფეხბურთი

11:10 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ჩვენი წარმატება გუნდური სულის დამსახურებაა"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „მანჩესტერ სიტისთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის წარმატების საიდუმლო გუნდური სულია.

„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. საკუთარი თავის გვჯეროდა, ვიცოდით, რომ ფავორიტები არ ვიყავით და ტოპგუნდს ვეთამაშებოდით. პირველ რიგში ჩვენი წარმატება გუნდური სულის დამსახურებაა. ყველა ერთმანეთისთვის თამაშობს და ცვლილებაზე შესული ფეხბურთელები ძალიან დაგვეხმარნენ.

მუსა დემბელე იმედგაცრუებული იყო, რომ ძირითადში ვერ მოხვდა, მაგრამ მატჩის წინ ვუთხარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, როდესაც მოედანზე გავიდოდა. როგორც პირველი-ორი მეოთხედფინალი, ამ მატჩის ბედიც ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. ტაქტიკური ბრძოლა მოვიგეთ, ჯერ კიდევ ბევრი მატჩია სათამაშო და ვეცდებით ისევ გავიმარჯვოთ“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114988