ჩემპიონა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" კატალონიის „ბარსელონას“ (2:8) გამანადგურებელმა მარცხმა გულშემატკივრების საბოლოო იმედგაცრუება და გაბრაზება გამოიწვია.
Ciudad Deportiva-ს ცენტრში დაბრუნებულ ფეხბურთელებსა და გუნდის წარმომადგენლებს კი ფანები შეძახილებით და ბანერებით დახვდნენ, სადაც ცხადია, კარგი არაფერი ეწერა.
„მენეჯერები და ფეხბურთელები, 121-წლიანი ისტორიის სირცხვილი“, - ეს იყო ერთ-ერთი გზავნილი ქომაგების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ერთ მატჩში 8 გოლი 1946 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. მიმდინარე სეზონში კატალონური გრანდი უტიტულოდ დარჩა (პირველად ბოლო 12 წელიწადში) და ორშაბათს, კლუბში სპეციალური სხდომა ჩაინიშნა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებენ.