ლექსინგტონის (კენტუკი) ტურნირზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, მარცხის სიმწარე სერენა უილიამსმაც იგემა. ტოპ სიდ ოუპენის მეოთხედფინალში, ის ამერიკელ შელბი როჯერსთან, 6-1, 4-6, 6-7 (5) დამარცხდა.
სერენამ, ვინც ტურნირზე მე-9 ნომრად იყო განთესილი, პირველ ორ შეხვედრაში საწყისი სეტები დათმო, თუმცა ორივეში შემობრუნება შეძლო. ამჯერად კი მან დამაჯერებლად დაიწყო და თითქოს იოლი გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
მეორე სეტის მეცხრე გეიმში, როცა ანგარიში 4-4 იყო, რეიტინგში 116-ე ადგილზე მყოფი როჯერსი საკუთარ მოწოდბაზე 0-30 ჩამორჩა. მაგრამ ზედზედ ოთხი ქულა აიღო და საკუთარი გეიმი გადაარჩინ. მომდევნო გეიმში კი სერენას სერვისზე ბრეიკი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მეორე სეტში 12 გეიმი ისე გავიდა, საკუთარი მოწოდება არცერთს წაუგია. ტაიბრეიკზე ორივემ საკუთარ მოწოდებაზე ქულა არაერთხელ დათმო. პირველი 12 გათამაშებიდან, 7 ბრეიკი დაფიქსირდა. ბოლოს, როჯერსმა სერენას მოწოდება მეოთხედაც აიღო, საკუთარი კი აღარ დათმო და ტაიბრეიკზე 6-4 იმარჯვა, რითაც ტიტულოვანი მეტოქე ტურნირს გამოთიშა.
ნახევარფინალში როჯერსის მეტოქე შვეიცარიელი ჯილ ბელენ ტაიხმანი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ამერიკელ კეტრინ კარტან (სისი) ბელისს ორ სეტში (6-2, 6-4) აჯობა.
მეორე ნახევარფინალში ამერიკელები, 16 წლის კოკო გოფი და ჯენიფერ ბრეიდი დაუპირისპირდებიან. გოფმა ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილ ტუნსელ ონს ჯაბერს სამ სეტში (4-6, 6-4, 6-1) აჯობა და შეჯიბრი განთესილი მოთამაშის გარეშე დატოვა. უფრო ადრე მანვე მეორე ნომრად განთესილ ბელარუს არინა საბალენკას აჯობა. ბრეიდიმ ჩეხი მარი ბუზკოვა ორ სეტში (6-1, 6-2) დაამარცხა.