ჩოგბურთი

2:54 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსების შეხვედრაში სერენამ გაიმარჯვა

კენტუკის ტურნირის მეორე წრეში, ერთმანეთს დები უილიამსები დაუპირისპირდნენ და როგორც ყოველთვის, მათი შეხვედრა დაძაბული გამოდგა. 22-წლიანი კარიერის განმავლობაში, ეს უილიამსების 31-ე დუელი იყო, რომელშიც სამ სეტში სერენამ გაიმარჯვა (3-6, 6-3, 6-4), ვისაც დიდი სლემის ტურნირების 23 ტიტული აქვს მოპოვებული.

შეხვედრის დასაწყისშივე, სერენამ თავის უფროს დას ბრეიკი აართვა და საკუთარ მოწოდებაზე, ანგარიში 2-0-მდე გაზარდა. გადამწყვეტი გამოდგა პირველი სეტის მესამე გეიმი, რომელშიც ვენუსმა სამი ბრეიკ პოინტი მოიგერია, რის შემდგაც საკუთარ მოწოდებაზე პირველი ქულა აიღო. შემდეგ მანვე ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება შეძლო. სერენამ ისაღა მოახერხა, რომ ანგარიში 5-3-მდე შეამცირა. მაგრამ დამ მეორე ბრეიკის საშუალება აღარ მისცა.

მომდვნ სეტი სერენმ ისევ დამაჯერებლად, საკუთარი მოწოდებით დაიწყო. ამ სეტში მას მოწოდბაზე თამაში აღარ გასჭირვებია - ვენუსს მხოლოდ ოთხი ქულა დაუთმო. ამასთან, დის მოწოდებაზე უფრო აგრესიულად ითამაშა და მიზანსაც მიღწია. გადამწყვეტი გამოდგა მეექვსე გეიმი, რომელშიც ვენუსმა ორჯერ კი შეძლო ბრეიკ პოინტის მოგერიება, მაგრამ ამჯერად მესამეზე გატყდა. სერენა 4-2 დაწინაურდა. ამას მოჰყვა საკუთარ სერვისებზე ორივეს მიერ აღებული ქულები და შეხვედრის ანგარიში გათანაბრდა - 3-6, 6-3.

გადამწყვეტი სეტი ცვალებადი უპირატესობით წარიმართა. პირველ ორ სეტში დებმა ბრეიკები გაცვალეს. მეექვსე სეტში ვენუსმა კიდევ ერთხელ შეძლო სერენას მოწოდებაზე მოგება და 4-2 დაწინაურდა. მაგრამ ამის შემდეგ, 38 წლის სერენამ აიწყვიტა და ზედიზედ ოტხი გეიმის მოგებით, მეოთხედფინალის საგზურს დაეუფლა.

„ჩემს კარიერაში პირველად, აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვარ. უბრალოდ, რამდნმე შეხვედრის ჩატარება მსურდა. ბავშვობის შემდეგ, ამდენი თავისუფალი დრო არ მქონია. ამიტომ, ახლა ჩემი მიზანი, რიტმში შესვლაა და მერე ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ვენუსმა ძალიან კარგად ითამაშა. ის ყველაფერს კარგად აკეთებდა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შევძელი თამაშის შემობრუნება. ის კარგად იბრძოდა“, - ნამატჩევს განაცხადა სერენამ.

0.12424