"ტონდელას" აწ უკვე ყოფილი მეკარე კლაუდიუ რამუში კარიერას "პორტუში" გააგრძელებს. იკერ კასილიასის კარიერის დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ "დრაკონებს" მეკარე უნდა დაემატებინათ და კლაუდიუ მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 28 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "პორტუსთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა.
კლაუდიუ "გიმარაეშის" აკადემიის აღზრდილია და "ტონდელაში" 2012 წელს გადავიდა. რამუშს პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და 2018 წელს ეროვნული გუნდის მაისურიც მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გასულ სეზონში კლაუდიუმ 30 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაუშვა.