ფეხბურთი

19:58 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" 21 წლის მარჯვენა გარემარბი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ინგლისში საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები ავლენენ. კანდიდატები 23-წლამდე ასაკის არიან და მიმდინარე წელს ტრენტს კონკურენციას ჯეკ გრილიში ("ასტონ ვილა"), მეისონ გრინვუდი, ანტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი (სამივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), დინ ჰენდერსონი ("შეფილდ იუნაიტედი"), მეისონ მაუნთი და კრისტიან პულიშიჩი (ორივე "ჩელსი") უწევდნენ.

პრემიერლიგის გასულ სეზონში ალექსანდრ-არნოლდმა 38-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 წლის ფეხბურთელმა "ლივერპულის" გაჩემპიონებაში თავისი წვლილი შეიტანა - ტრენტმა ოთხი გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117007