მილანის „ინტერი“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ნგოლო კანტეს გადაბირებას ეცდება. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ანტონიო კონტეს გამოცდილი ნახევარმცველის შეძენა სურს და კანტე იდეალური ვარიანტია.
იტალიელ სპეციალისტს ფრანგთან უმუშავია (სწორედ „ჩელსიში“) და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. ამასთან კანტე ლონდონელებისთვის ძველებურად ხელშეუხებელი ფიგურა არაა და ფრენკ ლამპარდი შესაფერისი წინადადების შემთხვევაში მას შეელევა.
გასულ სეზონში კანტემ ყველა ტურნირზე მხოლოდ 28 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. „ჩელსიში“ ნგოლოს აქტივში 170 თამაშში 11 გოლია. მანამდე ფრანგი „ლესტერის“, „კაენისა“ და „ბულონის“ ღირსებას იცავდა.