ფეხბურთი

16:40 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძეს შესაძლოა მოსკოვის "დინამოსთან" მატჩი გაუცდეს

საქართველოს ნაკრებისა და "როტორის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის უახლოეს ტურში მოსკოვის „დინამოსთან“ დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს.

ქართველს ტრავმა არ აქვს, მაგრამ ფორმაში არ იმყოფება და დაახლოებით ორი კვირა სჭირდება თამაშისთვის მზადყოფნაში ჩასადგომაც. ამ მიზეზით მან პირველი ტურის მატჩიც გამოტოვა „ზენიტთან“ (0:2).

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ ერთი კვირის წინ „როტორთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვოლგოგრადელებში ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი თამაშობენ, ხოლო ბოლო პერიოდში სოლომონ კვირკველიასა და ზურიკო დავითაშვილსაც უკავშირებენ.

0.116378