კალათბურთი

12:35 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლილარდის ფენომენალური რეკორდი და "სან ანტონიო" პლეი-ოფს მიღმა 1997 წლის შემდეგ პირველად (+VIDEO)

„პორტლენდის“ ლიდერმა დამიან ლილარდმა NBA-ს რეგულარული სეზონი დიდებულ ფორმაში დაასრულა, 30 წლის კლათბურთელმა „ბრუკლინ ნეტსთან“ (134:133) 42 ქულა, 12 პასი და 3 მოხსნა მიითვალა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ამასთან რეკორდიც დაამყარა: ლილარდმა უკანასკნელ სამ მატჩში 51, 61 და 42 ქულა დააგროვა, საერთო ჯამში 154 ქულა და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგურალური სეზონის ისტორიაში ბოლო სამი მატჩის ეგიდით.

ლილარდი ასევე, NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული სეზონის ბოლო სამ თამაშში 40-ქულაზე მეტი ჩააგდო.

აქვე გეტყვით, რომ „სან ანტონიომ“ „იუტა ჯაზთან“ 112:118 წააგო და NBA-ს პლეი-ოფს მიღმა ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად დარჩა. ბოლოს „სპურსს“ მსგავსი ჩავარდნა 1997 წელს ჰქონდა. პლეი-ოფში ვერ გავიდა „ფინიქს სანსიც“, რომელმაც ბოლო მატჩი „დალას მავერიქსს“ 128:102 მოუგო და რესტარტის შემდეგ 8-დან 8 თამაში მოიგო, მაგრამ პლეი-ოფში მოსახვედრად ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა.

0.11379