ფეხბურთი

10:58 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "ჩემპიონთა ლიგა სამართლიანად დავტოვეთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ლაიფციგთან“ მატჩის (1:2) კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ტურნირს სამართლიანად დაემშვიდობა.

„100%-ით დავიხარჯეთ. რთული იყო ორთაბრძოლების მოგება, ისინი გაცილებით სწრაფები იყვნენ. ძალიან გრძელი სეზონი იყო და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება წნეხი იყო. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. მომეწონა „ლაიფციგის“ ენთუზიაზმი. წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს, ყველაფერი გავაკეთეთ და მეოთხედფინალამდე მოვედით, ახლა კი სამართლიანად ვტოვებთ ტურნირს და მეტოქეს უნდა მივულოცოთ“, - თქვა სიმეონემ.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ დიეგო სიმეონეს თავკაცობით ჩემპიონთა ლიგას პირველად გამოეთიშა გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ არ ჰყავს.

0.115588