სხვა

3:54 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კენიელი მსოფლიო ჩემპიონი სეზონს მონაკოთი იწყებს

1500 მეტრზე სირბილში მსოფლიოს ჩემპიონი ტიმოთი ჩერუიოტი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული პაუზის შემდგომ, სეზონს ბრილიანტის ლიგის მონკოს შეხვედრით, პარასკევს იწყებს.

ჩერუიოტი ასევე ბრილიანტის ლიგის სამგზის ჩემპიონია. თუმცა ამჯერად მისთვის მორიგი ტიტულის მოპოვება მტავარი არაა. მორბენალი ფიქრობს, რომ სეზონის ბოლომდე, კიდევ სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და შემდგ ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადებას შეუდგება.

კორონავირუსმა სხვა სპორტსმენების მსგავსად, ჩერუიოტსაც აურია გეგმები. ის ოილიმპიადისთვის ემზადებოდა, მაგრამ ტოკიოს თამაშები მომავალი წლისთვის გადაიდო. ჩერუიოტი და მის თანაგუნდელები ნაირობის მახლობლად ემზადებოდნენ, მაგრამ სავარჯიშო ბანაკის სამი თვით დახურვამ მოუწიათ.

მათი მწვრთნელი ბერნარდ ოუმა ამბობს, რომ 2020 წლის სეზონი უფრო გადარჩენის სეზონია, რომლის დროსაც, სპორტსმენების უმეტესობა ძალებს გაუფრთხილდება და ყურადღებას ოლიმპიადისთვის მზადებაზე გადაიტრანს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ტრავმის შემდეგ, რიტმში შესასვლელად, ტურნირებში ასპარეზობა სჭირდებათ.

ჩერუიოტს წლის დასაწყისში გაურკვეველი ტრავმა ჰქონდა. ის ამბობს, რომ პაუზამ გამოჯანმრთელების საშუალება მისცა და ახლა ერთი სული აქვს, როდის გამოვა სარბენ ბილიკზე. „მომენატრა ტურნირები, უცხოელ მეგობრებთან შეხვედრა, მათთან ერთად სირბილი და ტრეკს მიღმა გართობა“, - ამბობს ჩერუიოტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112788