ფეხბურთი

0:47 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "ყოველთვის მჯეროდა ჩემი გუნდის სიმტკიცის"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ბაიერნთან“ მატჩის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდის სიმტკიცის სჯერა.

„ბაიერნს“ ძალიან გამოცდილი თავდამსხმელები ჰყავს და თუ ბურთს დავუთმობთ, შესაძლოა ზიანი მოგვაყენონ. თუმცა ჩვენი თამაში ფოკუსირდება ბურთის ფლობაზე და სწრაფად მოპოვებაზე. მესის შეუძლია დაგვეხმაროს მოგებაში, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა გუნდის სიმტკიცის.

ლევანდოვსკი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესის დონის არაა, ვფიქრობ, ეს აშკარაა. რა თქმა უნდა, მას შესანიშნავი სეზონი აქვს, რობერტი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ასეა მესის შემთხვევაშიც და ეს „ნაპოლისთან“ დავინახეთ. კარგია, რომ მათი თამაშით სიამოვნების მიღება შეგვიძლია“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.125552