ფეხბურთი

20:01 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო გოლი დაასახელეს (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ჰონ-მინ სონი გახდა. სამხრეთკორეელმა გასული წლის 7 დეკემბერს, „ბარნლისთან“ სუპერგოლი გაიტანა და სწორედ ის გამოარჩეს.

სონმა ბურთი „ტოტენჰემის“ საჯარიმოს სიახლოვეს მოიხელთა და მთელი მოედანი დრიბლინგით დაფარა. შედეგად, მეტოქის კარი აიღო და მართლაც დაუვიწყარი გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში სონმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 30 თამაშში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.

0.116822