ფეხბურთი

16:53 | 13.08.2020 | ნანახია 1178 - ჯერ

ნიკა ნინუა სალონიკში ჩავიდა

ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა როგორც დააანონსებული იყო, სალონიკში ჩავიდა. „დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 3-წლიან კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არაა. ნინუას „დინამოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრამდე აკავშირებდა.

„დინამო თბილისში“ 21 წლის ფეხბურთელმა 95 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება პაოკ-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდება. კლუბს, რომელშიც ნინუას ტრანსფერზე დიდი ხნის განმავლობაში აქტიური საუბარი მიმდინარეობდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:45 | 13.08.2020
saamtrediel (960)

ბეშიქთაში რომ მისი გოლით გამოეთიშოს ასპარეზობას კაიფი იქნება.

00:01 | 14.08.2020
drogba-11 (13246)

რა ბეშიქთაში 4 ადილზე გავიდა რაუნდა ჩემპიონთა ლიგაზე?

21:03 | 13.08.2020
welder (1068)

კარგი ამბავია ნამდვილად წარმატებები ნიკას, იდეალურია ტრამპლინად პაოკი.

0.06884