ფეხბურთი

13:55 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ "ბარსელონას" შესთავაზა!

BBC-ის ჟურნალისტი, კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და პეპ გვარდიოლას ავტობიოგრაფიული წიგნების ავტორი გუილემ ბალაგე ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

ესპანელმა BBC-ის რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა ყველა მაღალი დონის გუნდს შესთავაზა და მათ შორის, არც მეტი, არც ნაკლები „ბარსელონასაც“!

„კრიშტიანუ რონალდუს პსჟ-ს უკავშირებენ, მართალია. მაგრამ არა იმიტომ, რომ პსჟ ცდილობს მის ყიდვას, არამედ სხვა მოტივია, კრიშტიანუს გარემოცვა ეძებს ახალ სისტემას. „იუვენტუსს“ მისი ხელფასისგან გათავისუფლება უნდა, ჟორჟე მენდეშს დაევალა გამოსავლის პოვნა, ის შესთავაზეს ყველა გუნდს, „რეალში“ განაცხადეს, რომ ამის შანსი არ იყო, შესთავაზეს „ბარსელონასაც“. იყო საუბარი MLS-ზეც. არ ვიცი შეძლებენ თუ არა გათავისფულებას, რადგან ვინ მოახერხებს ასეთი თანხის გადახდას?“, - თქვა ბალაგემ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა“ 2018 წელს მადრიდის „რეალიდან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. პორტუგალიელის გასამრჯელო წელიწადში 30 მილიონი ევროა. ლუზიტანელმა შემტევმა ტურინელთა რიგებში ჩატარებულ 89 მატჩში 65 გოლის გატანა მოახერხა, ორჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი იტალიის სუპერთასს დაეუფლა.

0.098728