ფეხბურთი

10:23 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი შუპო-მოტინგს აჩუქა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიურ „ატალანტასთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ნეინარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მარცხი ერთი წამითაც არ გაუვლია თავში. მოგეხსენებათ, „ატალანტა“ მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა პსჟ-ს და ფრანგულმა კლუბმა ორი გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა.

„არცკი დამიშვია მარცხზე ფიქრი. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა ბედნიერები ვართ. მშვენიერი გუნდი გვყავს, ოჯახივით შევიკარით,“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Get French Football News.

მატჩის შემდეგ საინტერესო რამ მოხდა. ნეიმარი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მან კი პრიზი გამარჯვების გოლის ავტორს, კამერუნელ ერიკ შუპო-მოტინგს აჩუქა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109719