"ჩელსის" ფეხბურთელმა ტიემუე ბაკაიოკომ შესაძლოა კვლავ იტალიაში გადავიდეს სათამაშოდ. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "მილანი" ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
იტალიურ კლუბს სურს ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი იჯარის წესით დაიმატოს და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვოს. იჯარაში მილანელები აპირებენ 3 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო ერთი წლის შემდეგ შესაძლოა ფრანგის სანაცვლოდ 35 მილიონი გაიღონ და სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდება.
ბაკაიოკო "მილანში" იჯარის წესით ერთხელ უკვე თამაშობდა 2018/19 წლების სეზონში და 42 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. გასული სეზონი ტიემუემ "მონაკოში" იყო განათხოვრებული და არასრულ სეზონში 23 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.