ფეხბურთი

19:00 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალმა" "ვალენსიადან" ორი ნახევარმცველი დაიმატა

ესპანურმა „ვილიარეალმა“ „ვალენსიას“ ორი ნახევარმცველი, კაპიტანი დანი პარეხო და ფრანგი ფრანსის კოკლენი დაიმატა, ინფორმაცია „ყვითელი სუმბარინას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

პარეხომ „ვილიარეალმა“ კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. ის ახალი გუნდის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან კარგად იცნობს, რადგან „ვალენსიაში“ ერთად მუშაობდნენ.

დანი პარეხო „რეალის“ აკადემიის აღზრდილია „ვალენსიას“ რიგებში 2011 წლიდან 383 მატჩში 64 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ფრანსის კოკლენს, მანაც „ვილიარეალთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგი „ღამურებში“ 2017 წლიდან ირიცხებოდა (89 მატჩი, 1 გოლი), მანამდე კი „არსენალის“, „ლორიენის“, „ფრაიბურგისა“ და „ჩარლტონ ატლეტიკის“ ღირსება დაუცავს.

0.111498