ფეხბურთი

18:03 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი "შტურმში" (+VIDEO)

გრაცის „შტურმი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი სლოვენიური „ბრავოს“ წინააღმდეგ გამართა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-6 წუთზე მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ თავით აიღო მეტოქის კარი.

"შტურმი" პრესეზონის ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებს, სეზონს კი 28 აგვისტოს ავსტრიის თასზე „ინსბრუკთან“ დაპირისპირებით გახსნის.

0.103418