ავტოსპორტი

4:32 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ფორმულა 1-ში კიდევ სამი წლით დარჩენას აპირებს

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს იმედი აქვს, რომ ფორმულა 1-ში სულ ცოტა, კიდევ სამი წლით დარჩება. ის დასძენს, რომ კორონავირუსის პანდემიამ და რასიზმთან დაკავშირებულმა ამბებმა, დამატებითი სტიმული მისცა.

„მერსედესის“ პილოტი ამჟამად 35 წლისაა. გუნდთან, რომელტან ერთადაც, თავისი ექვსიდან ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული, კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ფ1-ის 70-წლისთავის დიდი პრიზის რბოლაში დაკავებული მეორე ადგილით, მან კვარცხლბეკზე ასვლის რაოდენობით, მიხაელ შუმახერის რეკორდ (155) გაიმეორა. ამ სეზონში კი შუმახერის კიდევ ერთ რეკორდს, 91 გამარჯვებას უმიზნებს.

„თუ გაინტერესებთ, რამდენ ხანს დავრჩები, ეს ჯერ არ ვიცი. რა თქმა უნდა, კოვიდის გამო, სეზონის პირველი ნაწილის გაუქმება უარყოფითი მოვლენა იყო, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ბევრი ენერგიაც მომცა და სხვა თემებზე ფოკუსირებაშიც დამეხმარა. ამან იმის ძალა შემმატა, რომ აქ უფრო დიდხანს დავრჩე“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც 5 ეტაპის შემდეგ, უახლოეს მდევარ მაქს ფერსტაპენს 30 ქულას უგებს.

„არის მომენტი, როცა ფიზიკურად და მენტალურად ზღვარს აღწევ. არ ვიცი, ეს მომენტი როდის დამიდგება. თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ეა მალე, უახლოეს ორ-სამ წელიწადში არ მოხდება. ასე რომ, მუშაობას გავაგრძელებ მანამ, სანამ შევძლებ. და ვიტყვი, რომ აქ ჩემს თავს მინიმუმ სამ წელიწადს კიდევ ვხედავ“, - დასძენს ბრიტანელი.

0.12404