განახლებული საჩოგბურთო სეზონი სერენა უილიამსმა გამარჯვებით დაიწყო - „ტოპ სიდ ოუპენის“ პირველ წრეში, მან სამ სეტში, 4-6 6-4 6-1 აჯობა თანამემამულე ბერნარდა პერას.
კენტუკიში დაწყებული ტურნირი პირველია ამერიკაში იმ პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული. სერენა აშშ-ის ღიაზე გამოსვლას გეგმავს და კენტურკის ტურნირი მისთვის ერთგვარი მოთელვის საშუალებაა.
38 წლის სერენას დასაწყისში გაუჭირდა და პირველი სეტი დათმო კიდეც. მაგრამ მეორე სეტის მეათე გეიმში ბრეიკს მიაღწია და ამის შემდეგ, პერას მხოლოდ ერთი გეიმიღა დაუთმო.