ფეხბურთი

21:57 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინომ "ტოტეჰემში" პირველი ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ დანიის ნაკრებისა და „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი დაიმატა. აღნიშნული ცნობა „მამლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. დანიელმა 5-ნომრიანი მაისური მოირგო.

ჰოიბერგი ჟოზე მოურინიოს პირველი ტრანსფერია მიმდინარე ზაფხულში. გარიგების ღირებულებამ კი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ჰოიბერგს თავის დროზე „ბაიერნში“, „აუგსბურგსა“ და „შალკეში“ უთამაშია, ხოლო „საუთჰემპტონში“ 2016 წლიდან 134 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

0.113076