ფეხბურთი

18:45 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლოს მთავარი სამიზნე ისკოა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლოს ესპანელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და ეს აქამდე არაერთხელ ხმამაღლა უთქვამს.

„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭიროა ისკოს მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმზე ბურთს მიიტანს“, - ეს სიტყვები პირლომ ჯერ ერთი წლის თქვა, როდესაც „იუვე“ „აიაქსთან“ დამარცხდა.

ისკო „სამეფო კლუბისთვის“ შეუცვლელი ფეხბურთელი არაა. მისი სატრანსფერო ფასი 60-70 მილიონ ევროს შეადგენს. შეიძლება გარიგებაში პაულო დიბალას ჩართვა, რომელიც „რეალს“ აინტერესებს, მაგრამ ტურინელები ამას გამორიცხავენ, უფრო მეტიც, არგენტინელი გუნდის მომავალთან ასოცირდება და ახალი კონტრაქტი მზადაა.

უფრო რეალურია აარონ რემზის გარიგებაში ჩართვა, რომელსაც პირლო მაინც და მაინც, დადებითი თვალით არ უყურებს. ისკოს რაც შეეხება, „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს და 307 მატჩში 51 გოლი აქვს გატანილი.

0.112917