ჯეიდონ სანჩოს თაობაზე, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, „მანჩსტერ იუნაიტედი“ ალტერნატიულ ვარიანტზე ამუშავდა. მანკუნიანელებს „ბარსელონადან“ უსმან დემბელეს ერთწლიანი იჯარით აყვანა სურთ, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით - გვამცნობს ESPN.
ინგლისელებს 23 წლის ფრანგის თაობაზე კატალონიელებთან არაოფიციალური მოლაპარაკება უკვე გაუმართავთ, თუმცა ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუგზავნიათ.
„ბარსელონა“ დემბელეს დაახლოებით 56 მილიონ ევროდ აფასებს. სხვა მხრივ კი, ზაფხულში 12 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.