ფეხბურთი

15:21 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი: „პრემიერლიგაში დაუმთავრებელი საქმეები დამრჩა“

თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა, რომლის ბოლო კლუბი თურქული „ტრაბზონსფორი“ იყო, პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

„კარიერის გაგრძელების ვარიანტები მთელ მსოფლიოში მაქვს, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელი ვარ და ყოველთვის მომწონდა პრემირლიგაში თამაში. მიმაჩნია, რომ იქ დაუმთავრებელი საქმეები დამრჩა, კიდევ შემიძლია რაღაც შევძინო იქაურობას.

ახლა ძალიან აღელვებული და მშიერი ვარ. თავისუფალი აგენტი გახლავართ, მზად ვარ ნებისმიერ კლუბს დავეხმარო და მათი გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე.“ - ციტირებს სტარიჯის სიტყვებს Sky Sports.

სტარიჯს, რომელსაც მომამავალ თვეში 31 წელი უსრულდება, ჯამში პრემიერლიგის 306 მატჩში 105 გოლი გაუტანია. „მანჩესტერ სიტის,“ „ჩელსის,“ „ბოლტონის,“ „ლივერპულისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ ღირსება დაუცავს.

0.119606