კალათბურთი

11:15 | 11.08.2020 | ნანახია 1250 - ჯერ

"ინდიანა პეისერსი" "მაიამი ჰიტთან" დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ინდიანა პეისერსმა". ქართველი კალათბურთელის გუნდი შინ „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და 22-ქულიანი სხვაობით 114:92 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში პარკეტზე 5-წუთზე ოდნავ მეტი დრო გაატარა გოგა ბითაძემ. ხსენებულ დროში კი ქართველმა ცენტრმა საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 ქულა და 1 მოხსნა შესძინა.

ნეიტ მაკმილანის გუნდში ყველაზე მეტი - 14 ქულა ვიქტორ ოლადიპომ ჩააგდო. ორმაგი დუბლი კი მხოლოდ ჯიმი ბატლერმა მიითვალა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 11 მოხსნა 5 პასია.

„ინდიანა პეისერსს“ 43 მოგების საწინააღმდეგოდ 28 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ინდიანაპოლისელები 13 აგვისტოს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძის გუნდს პლეი-ოფში თამაში უკვე გარანტირებული აქვს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:21 | 11.08.2020
dinamo222 (8587)

გოგას რაც შეეხება არ ვიცი რატომ არ ათამაშეს დებილი უნდა იყოს ტრენერი წინა თამაშის ასეთი მაგარი ჩატერების მერე ასე ცოტა დრო რო მისცეს კაცს @ ალბათ ტრავმა გაუმიზეზდა სხვა ახსნას ვერ ვპოულობ @

20:20 | 11.08.2020
dinamo222 (8587)

მაიამი იყო ამათი მთავარი მეტოქე მეოთხე ადგილისთვის და რომ წააგეს აწი ვეღარ დაეწევიან @

18:21 | 11.08.2020
davidinho (1027)

ეს მაკმილანი გადამრევს რაა ლეიკერსთან 12 წუთი ათამაშა და მაიამისთან მხოლოდ 5 წუთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155163