ფეხბურთი

10:21 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუ ევროპა ლიგის რეკორდსმენი გახდა

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ ევროპა ლიგის/უეფას თასის ისტორიაში ჩაეწერა. ბელგიელმა ზედიზედ 9 მატჩში მოახერხა გოლის გატანა, რაც აქამდე ამ ტურნირის ისტორიაში არავის გაეკეთებინა.

მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩში ოთხჯერ გამოიჩინა თავი, მანამდე კი ევროპა ლიგაზე ბოლოს 2015 წელს „ევერტონის“ მაისურით ჰქონდა ნათამაშები და სერიაც იმ დროიდან იწყება. ხსენებულ 9 თამაშში ბელგიელის აქტივში 12 გოლია.

შეგახსენებთ, „ინტერმა“ მეოთხედფინალში „ლევერკუზენი“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

0.135641