ფეხბურთი

0:29 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" ბერძენი მცველი დაიმატა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან“ მარცხენა მცველი კოსტას ციმიკასი შეიძინა. ინფორმაცია „წითლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ლივერპულმა“ პირეოსელებს 13 მილიონი ევრო გადაუხადა, ბერძენს კი 21-ნომრიანი მაისური გადასცეს და ძალიან ბედნიერი იყო კონტრაქტის გაფორმებით:

„ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემთვის პატივია აქ ყოფნა და ყველაფერს გავაკეთებ მსოფლიოს უდიდეს გუნდში“, - აღნიშნა კოსტასმა.

გასულ სეზონში ციმიკასმა „ოლიმპიაკოსის“ რიგებში ჩატარებულ 46 თამაშში 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118539