მადრიდის „რეალმა“ ტაკეფუსა კუბო „ვილიარეალში“ გაანათხოვრა. როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იაპონელთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
კუბო „ბარსელონას“ აკადემიაში 2011-2015 წლებში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, საიდანაც ერთი წლის წინ „სამეფო კლუბმა“ შეიძინა.
გასული სეზონი კუბომ განათხოვრების წესით „მალიორკაში“ გაატარა და 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა.