ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ გადავა და „დორტმუნდში“ დარჩება. ამის შესახებ გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ჯეიდონ სანჩოს შენარჩუნება მომავალი სეზონისთვის. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველა ჭორის პასუხი. სანჩოს ხელფასს ვაწესებდით მისი თამაშის განვითარების საფუძველზე. ასე რომ, ჩვენ უკვე გავაგრძელეთ მასთან კონტრაქტი 2023 წლამდე“, - თქვა ცორკმა.
შეგახსენებთ, რომ სანჩოს გადაბირებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურად ლამობს. გასულ სეზონში ახლაგაზრდა ინგლისელმა შემტევმა 17 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.