ფეხბურთი

18:39 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკოში“ კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხბურთელთა ვინაობა ცნობილია

მადრიდის „ატლეტიკოში“ კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხბურთელთა ვინაობა ცნობილი გახდა. არგენტინელი შემტევი ანხელ კორეა და ხორვატი მცველი შიმე ვრსალკო.

ორივე ფეხბურთელი უსმპოტომოა და თვითიზოლაციაში იმყოფება. მადრიდელებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ განმეორებითმა ტესტირებამ დადებითი პასუხები გუნდში აღარ აჩვენა, შესაბამისად, ლისაბონში გაფრენა შესაძლებელი გახდა.

შეგახსენებთ, „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გერმანულ „ლაიფციგს“ 13 აგვისტოს უნდა დაუპირისპირდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111375