სტამბოლის „ბეშითქაში“ მარიო ბალოტელის შეძენასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას და 29 წლის ფორვარდი თურქეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
ბალოტელი სეზონში გასამრჯელოს სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს (ბონუსების ჩათვლით 3 მილიონს). იტალიელს წინადადებები MLS-დანაც აქვს, მაგრამ „ბეშიქთაში“ ფავორიტია.
ბალოტელიმ ბოლო სეზონი „ბრეშაში“ გაატარა, რომლის რიგებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და გუნდი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.