ფეხბურთი

14:34 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილია მეტოქე, რომელსაც "დინამო თბილისი" "ტირანას" დამარცხების შემთხვევაში შეხვდება

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა და შესაბამისად, უკვე ვიცით ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ჩემპიონ „დინამო თბილისის“ მეტოქე, ცხადია თუ მანამდე „ტირანას“ დამარცხებას მოახერხებს.

„დინამოს“ პოტენციური მეტოქე სერბეთისა და გიბრალტარის ჩემპიონების, „ცრვენა ზვეზდასა“ და „ევროპას“ შორის დაპირისპირებაში გაირკვევა. მატჩი თბილისში გაიმართება 25 ან 26 აგვისტოს.

"დინამო თბილისი" / "ტირანა" - "ცრვენა ზვეზდა" / "ევროპა"

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „დინამო თბილისი“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში, „ტირანას“ ბარიერს გადალახავს (თამაში 18 ან 19 აგვისტოს გაიმართება).

დანარჩენი წყვილები, ჩემპიონთა გზა

„ფლორიანა“ (მალტა)/“კლუჟი“ (რუმინეთი) – „დინამო“ (ხორვატია)

„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია)/“კი“ (ფარერები) – „სლოვანი“ (სლოვაკეთი)

„სელტიკი“ (შოტლანდია)/“რეიკიავიკი“ (ისლანდია) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)/“დიურგარდენი“ (შვედეთი)

„ფლორა“ (ესტონეთი)/“სუდუვა“ (ლიეტუვა) – „მაკაბი“ (ისრაელი)/“რიგა“ (ლატვია)

„ლეგია“ (პოლონეთი)/“დრიტა“ (კოსოვო)/“ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია) – „არარტატ-არმენია“ (სომხეთი)/“ომონია“ (კვიპროსი)

„კალიე“ (სლოვენია)/“დანდოლკი“ (ირლანდია) – „მიოლდე“ (ნორვეგია)/“კუპსი“ (ფინეთი)

„ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო)/“ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „მიდტიულანდი“ (დანია)

„დინამო ბრესტი“ (ბელარუსი)/“ასტანა“ (ყაზახეთი) – „ნომანდსი“ (უელსი)/“სარაევო“ (ბოსნია)

„ყარაბაღი“ (აზაერბაიჯანი)/“სილექსი“(ჩრდ. მაკედონია) – „შერიფი“(მოლდოვა)/“ფოლა ეში“ (ლუქსემბურგი)

არაჩემპიონთა გზა

„ალკმაარი“ (ნიდერლანდები) – „პლზენი“ (ჩეხეთი)

პაოკ (საბერძნეთი) – „ბეშითქაში“ (თურქეთი)

„ლოკომოტივი“ (ხორვატია) – „რაპიდი“ (ავსტრია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12641