მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ დანიშვნის შესახებ ჰკითხეს, რაზეც გამოცდილმა სპეციალისტმა საინტერესო პასუხი გასცა.
„ბედნიერი ვარ ანდრეას გამო. გარდა იმისა, რაც მან მომცა ფეხბურთის თვალსაზრისით, ის არის ადამიანი, რომელთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს. თუ ვფიქრობ, რომ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ადრე ვავარჯიშებდი, ახლა ჩემი კოლეგები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვბერდები“, - თქვა ხუმრობით ანტონიომ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე პირლოს მწვრთნელი „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში იყო. პირლომ არაერთხელ განაცხადა, რომ მწვრთნელობა სწორედ კონტესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა და ის არის მისი ინსპირაცია.
ანდრეა პირლომ ტურინულ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან ახალ ამპლუაში წარსდგება.