ისტორია

9:48 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

10 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973. დაიბადა ხავიერ ძანეტი. არგენტინის ნაკრების, “ბანფილდისა” და მილანის “ინტერის” (1995-2014). მცველი-ნახევარმცველი. 1995 წელს მოიგო პანამერიკული თამაშები. 2010 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. მსოფლიოს 1998 და 2002 წლების ჩემპიონატების მონაწილე. თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 145 მატჩი (არგენტინის რეკორდი), გაიტანა 5 გოლი. 1999 წლიდან “ინტერის” კაპიტანია. 2010 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1998 წელს მოიგო უეფას თასი. 2006, 2007, 2008, 2009, 2010 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი. სერია A-ში ჩაატარა 501 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. 2005, 2006, 2010 და 2011 წლებში დაეუფლა იტალიის თასს, 2005, 2006, 2008 და 2010 წლებში კი მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. ამჟამად “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899. ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში დაარსდა საფეხბურთი კლუბი “ვიკინგი”. გუნდმა რვაჯერ მოიგო ნორვეგიის ჩემპიონატი (უკანასკნელად 1991 წელს) და ხუთჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს (უკანასკნელად 2001-ში).

1900. ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთელთა ეროვნული გუნდი, დევისის თასის პირველი მფლობელი გახდა. გადამწყვეტ მატჩში, მან დიდი ბრიტანეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. ასპარეზობა მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონში ჩატარდა.

1962. სერ ბობი რობსონმა “ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან” ლონდონურ “ფულემში” დაბრუნება გადაწყვიტა. მან სწორედ ამ კლუბში 1950 წელს დაიწყო პროფესიული კარიერა. რობსონი 1966 წლამდე თამაშობდა და ინგლისის უმაღლესი დივიზიონის 500 მატჩში (“ვესტ ბრომვიჩისა” და “ფულემის” შემადგენლობაში) 131 გოლი აქვს გატანილი.

1963. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, დანიის “ესბიერგთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები ზაურ კალოევმა და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს. შეხვედრა ესბიერგში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე (ლეჟავა), ბორის სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, დათუნაშვილი, პეტრიაშვილი, მეტრეველი, კალოევი, ბარქაია, მესხი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1988. ამერიკელმა მოცურავე მეტ ბიონდიმ 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (48,42).

1995. ბათუმის “დინამომ” ევროთასებზე თავისი პირველი მატჩი ჩაატარა. ბათუმელებმა თასების თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში “ობილიჩს” 1:0 მოუგეს. ასპარეზობის 71-ე წუთზე გოლი პაატა მაჭუტაძემ გაიტანა. ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” სტადიონზე, თამაშს 16 ათასი მაყურებელი დაესწრო. ბათუმის “დინამო”: ბალაძე, მალანია, შანიძე, სიჭინავა, შეყილაძე, თორღაშვილი (მუჯირი), მალხაზ მახარაძე, მაჭუტაძე, უჯმაჯურიძე, ტუღუში, მინდაძე (ღლონტი). გუნდს ვალერიან ჩხარტიშვილი წვრთნიდა.

2004. არგენტინელმა ჩოგბურთელმა ჯენიფერ კაპრიატიმ განაცხადა, რომ ტრავმის გამო ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებდა.

2006. უეფას თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის “ამერმა” სტუმრად ბერლინის “ჰერტასთან” 0:1 წააგო.

2006. ტურინის “იუვენტუსმა” 32 მილიონ დოლარად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის “ინტერს” მიჰყიდა.

2006. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა გამოაცხადა, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი იქნებოდა, ვიცე-კაპიტანი – სტივენ ჯერარდი.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე თყვიით სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო სალუქვაძემ, მშვილდოსანი ხათუნა ქვრივიშვილი და მოკრივე ნიკოლოზ იზორია მერვედფინალში გავიდნენ. ოლიმპიურ სოფელში “ქართული სახლი” გაიხსნა.

2010. “მილანმა” შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

2012. 2012. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (55 კგ წონითი კატეგორია) ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1889. ირენ სტეარი. ინგლისელი მოცურავე. 100 მეტრზე ესტაფეტით ცურვაში 1912 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1906. ვადიმ სანიავსკი. რუსი სპორტული რადიოკომენტატორი. მიჰყავდა რეპორტაჟები მოსკოვის “დინამოს” ინგლისური ტურნედან (1945 წელი). ქართველი ფეხბურთელებისადმი ტენდენციური მიდგომა ჰქონდა, თუმცა ერთხელ მიხეილ მესხის თამაშმა ისე აღაფრთოვანა, რომ ღია ეთერით განაცხადა: “მოამზადეთ ვარდები მიშა მესხისთვის”. ვადიმ სანიავსკი 1972 წელს გარდაიცვალა.

1934. ვლადიმერ არსენიანი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1959). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1957, 1959). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ვლადიმერ არსენიანი 1989 წელს გარდაიცვალა.

1937. ანდრეი ბიბა. კიევის “დინამოს” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1961, 1966, 1967). 1966 და 1968 წლების საკავშირო თასის მფლობელი. 1966 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. ოთხჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. საკავშირო პირველობებზე კიევის “დინამოს” 246 მატჩში გაიტანა 69 გოლი.

1942. ჯოვანი ლოდეტი. იტალიის ნაკრების, “მილანისა” (1961-70) და “სამპდორიას” (1970-72) ნახევარმცველი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. 1966 წლის მუნდიალის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩატარა 17 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. “მილანის” შემადგენლობაში 1963 და 1969 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა, ხოლო 1968-ში თასების თასი. 1969 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. იტალიის ორგზის ჩემპიონი (1962, 1968) და თასის მფლობელი (1967).

1952. ჟორდაო. პორტუგალიის ნაკრების, “ბენფიკას”, “სარაგოსას”, ლისაბონის “სპორტინგისა” და სეტუბალის “ვიტორიას” ნახევარმცველი-ფორვარდი. მონაწილეობდა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატზე. პორტუგალიის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, რომელშიც მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან დამატებით დროში დამარცხდა.

1955. ალეკსანდრ ბუბნოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის “დინამოსა” და “სპარტაკის” მცველი. სსრკ-ის ორდზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1956. სერგეი სუხორუჩენკოვი. საბჭოთა ველოსიპედისტი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1966. ჰოსამ ჰასანი. ლეგენდარული ეგვიპტელი ფეხბურთელი. ითვლება ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. ეგვიპტის ნაკრებში ჩაატარა 170 მატჩი და გაიტანა 69 გოლი (ორივე მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტის რეკორდია). სამჯერ გახდა აფრიკის ეროვნებათა თასის მფლობელი. ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი და თასის 5-გზის მფლობელი. ეგვიპტის ჩემპიონატებში ჩაატარა 317 მატჩი, გაიტანა 157 გოლი. სამჯერ დაასახელეს ეგვიპტის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

1967. ფილიპ ალბერი. 1987-97 წლებში ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მცველი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1992 წელს დასახელეს ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1971. როი კინი (როი მორის კინი). ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ნოტინგემ ფორესტის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “სელტიკის” ნახევარმცველი. 1993 წელს “ნოტინგემ ფორესტიდან” “მანჩესტერში” გადავიდა. წლების განმავლობაში იყო “მანჩესტერის” კაპიტანი. “ოლდ ტრაფორდელებთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა და საკონთინენტთაშორისო თასი (1999 წელს). ინგლისის პრემიერლიგის შვიდგზის გამარჯვებული (1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003). ოთხჯერ მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (1994, 1996, 1999, 2004). ამდენჯერვე ფლობდა ინგლისის სუპერთასს (1993, 1996, 1997, 2003). 2006 წელს გახდა შოტლანდიის ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ირლანდიის ნაკრების 66 მატჩში, გაიტანა 9 გოლი. ინგლისისა და შოტლანდიის პრემიერლიგაში ჩაატარა 462 მატჩი, გაიტანა 56 გოლი. 2006 წლის 12 ივნისს, როი კინმა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. 2006-08 წლებში წვრთნიდა “სანდერლენდს”. გუნდი პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა.

1973. ხავიერ ძანეტი. არგენტინის ნაკრების, “ბანფილდისა” და მილანის “ინტერის” (1995-2014). მცველი-ნახევარმცველი. 1995 წელს მოიგო პანამერიკული თამაშები. 2010 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. მსოფლიოს 1998 და 2002 წლების ჩემპიონატების მონაწილე. თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 145 მატჩი (არგენტინის რეკორდი), გაიტანა 5 გოლი. 1999 წლიდან “ინტერის” კაპიტანია. 2010 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1998 წელს მოიგო უეფას თასი. 2006, 2007, 2008, 2009, 2010 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი. სერია A-ში ჩაატარა 501 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. 2005, 2006, 2010 და 2011 წლებში დაეუფლა იტალიის თასს, 2005, 2006, 2008 და 2010 წლებში კი მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. ამჟამად “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტია.

0.116919