ბელგიის იუპილერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონი დაიწყო და „გენტი“ პირველ ტურში „სენტ ტრუიდენს“ ესტუმრა. იეს თორუპის გუნდმა სეზონში ცუდი სტარტი აიღო, რადგან უქულოდ დარჩა - 1:2.
ქართველებს არ უთამაშიათ. გიორგი ჩაკვეტაძეს პრესეზონის დროს მიღებული ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია და განაცხადში არ იყო, ხოლო გიორგი ქვილითაია იყო, მაგრამ სათადარიგო სკამზე დატოვეს. ეს, იმის მიუხედავად, რომ ბელგიური გუნდი მარცხდებოდა და ფორვარდი მოედანზე სჭირდებოდა...
„გენტი“ ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას 15 აგვისტოს, საკუთარ კედლებში „კორტრაიკთან“ ჩაატარებს.