პეპ გვარდიოლასა და ზინედინ ზიდანის დიალოგმა „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ მატჩის შემდეგ დიდი ყურადღება გამოიწვია და ეს ფოტოები სოციალურ ქსელს ადვილად მოედო.
ესპანელმა სპეციალისტმა დაასახელა ის საკითხები, რის შესახებაც ზიდანს ესაუბრებოდა.
„ზიდანს ლა ლიგის მოგება მივულოცე. მეყოველთვის ვამბობ, რომ ჩემპიონატების მოგება ყველაზე რთულია, რადგან ძალიან მაღალი დონე 11 თვე უნდა შეინარჩუნო. ასევე ვისუაბრეთ ჩვენს ოჯახებზე და საუკეთესოს ვუსურვებ. როგორც ფეხბურთელი, ის ჩეი ერთ-ერთი კერპი იყო. მის წინააღმდეგ მითამაშია და ყოველთვის ურთულესი იყო ამის გაკეთება. დღეს კი წარმოადგენს მაგალითს, როგორც მწვრთნელის, ისე ადამიანის“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას „სიტიმ“ ზიდანის „რეალი“ ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით, 2:1 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არის გვარდიოლაში რაღაც ძველქართული... ))
მისი კერპი თუ ზიდანია, ჩვენი ზადენი იყო. თან ერთ-ერთი, იმიტომ რომ არმაზიცა გვყავდა