კალათბურთი

10:50 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ტრავმა აღარ მაწუხებს და შემიძლია გუნდს სრული დატვირთვით დავეხმარო"

"ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ლოს ანჯელეს "ლეიკერსთან" ჩინებულად ითამაშა. გოგამ 12 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლებრონ ჯეიმსს დაუფარა...

ბითაძემ მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

"საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და ასეთი მოგებები გვჭირდება, რომ პლეი-ოფში უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ. დამსახურებულად მოვიგეთ. რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია, დომანტას საბონისი, რომელიც დიდი ძალაა. ამიტომაც მეტი მონდომება და ერთად დგომა მოგვეთხოვება, რომ გამარჯვებები მოვიპოვოთ.

მთელი გუნდი ერთიანია და ამიტომაც ვიგებთ. ტრავმის შემდეგ სრულ მზადყოგნაში ვარ, ამ ეტაპზე კარგად ვარ და შემიძლია სრული დატვირთვით ვითამაშო", - თქვა გოგამ ნამატჩევს.

0.118602