სხვა

2:55 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მილანი-სან რემო კლასიკური რბოლა ვოუტ ვან აერტმა მოიგო

ველოსპორტის განახლებული სეზონის პირველი კლასიკური (მონუმენტი) ერთდღიანი რბოლა - 305-კილომეტრინი მილანი-სან რემო, ბელგიელი ვოუტ ვან აერტის გამრჯვებით დასრულდა. მან ფინიშთან რამდენიმე სანტიმეტრით მიასწრო რბოლის შარშანდელ გამარჯვებულს საფრანგეთიდან, ჟულიან ალაფილიპს.

25 წლის ვან აერტისთვის (ჯუმბო ვისმა), ვინც წინა კვირაში, სტრადე ბიანკეს (იტალია) ოთხდღიან რბოლაში გაიმარჯვა, ეს პირველი მოგებული მონუმენტია. და ის სულ მესამე ველომრბოლია, ვინც ერთ სეზონში, ამ ორი რბოლის მოგება შეძლო. სხვათა შორის, შარსან მსგავსი მიღწევა ალაფილიპსაც (დესონნიკ-ქვიკსტეპი) ჰქონდა.

ამ ორმა პოჯიოს აღმართზე შეძლო დაწინაურება და დაღმართში უპირატესობა გაზარდა. პელოტონმა დაწევა სცადა, მაგრამ ცოტა დააკლდა. მესამეზე გასული ავსტრალიელი მაიკლ მეტიუზი (ტიმ სანვები) გამარჯვებულს ორი წამით ჩამორჩა.

მეცხრე ადგილს დასჯერდა ბელგიელი ფილიპ ჟილბერი (ლოტო სუდალი), ვისაც მილანი-სან რემოს გარდა, ყველა მონუმენტი (ერთდღიანი კლასიკური დიდი რბოლა) აქვს მოგებული.

ვან აერტი ბოლო 40-კილომეტრიან მონაკვეთზე, როცა ის და ალაფილიპი ჩიპრეზას აღმართს გადიოდნენ, ჩამორჩა. მაგრამ სწორზე ამოქაჩვა შეძლო და თავის კარიერაში ყველაზე გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა. „ძალიან გახარებული ვარ. არ მჯერა, რომ ეს ორი რბოლა ერთმანეთის მიყოლებით მოვიგე. სიტყვები არ მყოფნის“, - ნარბოლევს განაცხადა ბელგიელმა. მის და ალაფილიპის გარდა, ეს ორი რბოლა მიყოლებით პოლონელ მიხალ კვიატკოვსკისაც აქვს მოგებული (2017 წელს).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115991