ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი ახალხან განახლდა და გადამწყვეტ ფაზაში შედის, მაგრამ პარალელურად 2020-2021 წლების სეზონმა სტარტი აიღო და წინასწარი რაუნდის მატჩებიც გაიმართა.
დღეს კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. იქამდე ცნობილი გახდა „დინამოს“ ოთხი სავარაუდო მეტოქე, ერთ-ერთს კახა ჩხეტიანის გუნდი დაუპირისპირდება.
„დინამო“ (ბელარუსი), „რიგა“ (ლატვია), „ტირანა“ (ალბანეთი), „სილექსი“ (ჩრდ. მაკედონია)
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 14:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირებები არ შედგება და გამარჯვებული ერთი მატჩით გაირკვევა. მასპინძელის ვინაობას წილისყრა დაადგენს.