ფეხბურთი

22:42 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრეა პირლო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელია

„იუვენტუსის“ ყოფილი ვარსკვლავი, ანდრეა პირლო, ტურინული კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - გვამცნობს "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდი. პირლომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

პირლო „ბებერი ქალბატონის“ მაისურით 2011-15 წლებში თამაშობდა. 164 მატჩი გამართა, 19 ბურთი გაიტანა და 38 საგოლე პასით გამოირჩა. ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ერთხელ ქვეყნის თასი და ერთხელაც სუპერთასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ, 8 აგვისტოს დილით, ტურინელთა დამრიგებელი, მაურიციო სარი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პირლო ზუსტად ერთი კვირის წინ "იუვენტუსის" 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ ტურინელთა გეგმები შეიცვალა და ახლა ლეგენდარული იტალიელი პირველი გუნდის თავკაცი იქნება.

0.116339