ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშების პირველი მატჩი გაიმართა. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჩრდილოირლანდიურმა „ლინფილდმა“ სან მარინოს „ტრე ფიორი“ 2:0 დაამარცხა. გოლები ერიმ და მანზინგამ გაიტანეს.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში კოსოვოს „დრიტა“ ანდორის „ინტერს“ შეხვდება. ყველა მატჩი ნეიტრალურ მინდორზე, შვეიცარიულ ნიონში გაიართება. ფინალური შეხვედრა კი 11 აგვისტოს ჩატარდება.