ფეხბურთი

20:18 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: „უცნაური სეზონი იყო“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, გულშემატკვრებს თავისი აზრი გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, „სამეფო კლუბმა“ საპასუხო მერვედფინალური შეხვედრაც წააგო „მანჩესტერ სიტისთან“ იმავე ანგარიშით - 1:2 და ტურნირს დაემშვიდობა.

„ძალინ უცნაური სეზონი, მწარე გემოს შეგრძნებით დასრულდა. ეს ძალიან მძიმე წელიწადი იყო ყველასათვის. ჩვენ მადრიდის „რეალი“ ვართ და გასამარჯვებლად ვიყავით განწყობილი, კარგია პრიმერა და ესპანეთის სუპერთასი რომ მოვიგეთ, მით უმეტეს, ასეთ უცნაურ პირობებში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ძალიან მწარე არომატს გვიტოვებს. მეტი გვინდოდა.

ახლა დასვენების დრო დადგა, რათა შემდეგ სეზონში ისევ ტიტულების მოსაგებად დავბრუნდეთ. მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.“ - დაწერა თავისი ტვიტერის გვერდზე რამოსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127921