ჩოგბურთი

0:01 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: "გარკვეულმა გარემოებებმა მაიძულა ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო"

აშშ-ს ღია ტურნირს მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი და მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი გამოტოვებს. თავად ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ გარკვეულმა გარემოებებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიაღებინა. ესპანელმა ტურნირი 2010, 213, 2017 და 2019 წლებში მოიგო, თუმცა ამჯერად არჩია სახლში დარჩენილიყო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნადალმა დროებით გადადო როჯერ ფედერერთან დაწევის შანსი. შვეიცარიელს 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, ხოლო ნადალს - 19.

"ყველამ იცის თუ როგორ მიყვარს ნიუ იორკში თამაში. რთულია ახსნა თუ რა ენერგიას მაძლევს კორტზე გასვლა, თუმცა დღევანდელმა გარემოებებმა, ოჯახთან და ჩემ გუნდთან საუბარმა მაიძულა აღნიშნული გადაწყვეტილება მიმეღო." - განუცხადა ნადალმა ვიდეო კონფერენციის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას.

"მოქმედი ჩემპიონი ვარ, მაგრამ გული მეუბნება, რომ არ უნდა მემოგზაურა იმის არცოდნის გარეშე, რა მოხდებოდა და რა არა, დავრჩი მალიორკაში, სადაც სიტუაცია ნორმალურადაა და კონტროლქვეშაა. ველოდები მომავალ შესაძლებლობებს." - დაამატა რაფამ.

ნადალმა განაცხადა, რომ მუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, ამერიკაში გასამართი დიდი სლემის ტურნირს მნიშვნელობა და დონე არ დაეკარგება და გამარჯვებულმა თავი დიდი სლემის ჩემპიონად უნდა იგრძნოს. ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, ნადალი თვლის, რომ ტურნირს დაწყებამდე კიდევ ბევრი მოეხსნება და მათი გადაწყვეტილება კორონავირუსთან თუ იქნება დაკავშირებული არ უნდა გააკრიტიკონ.

"ვიცი, შეიძლება ჩემმა სიტყვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე. რთულია თქვა სწორია თუ არა ჩემი გადაწყვეტილება. პირადად მე, პატივს ვცემ იმ სამუშაოს რასაც აშშ-ს ჩოგბურთის და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია აკეთებს და ეს ყველაფერი ტურის დაბრუნებას ემსახურება. ასევე, პატივს ვცემ და მესმის იმ ჩოგბურთელების, რომლებსაც თამაში სჭირდებათ. მათ ფულის გამომუშავება სჭირდებათ, რადგან ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან." - აღნიშნა ნადალმა.

ამერიკაში გასამართი ტურნირის შემდეგ რომის მასტერსი გაიმართება და შემდეგ საფრანგეთის ღია ჩემპიონატი. ამჯერად, ნადალს დიდი მოგზაურობა არ ელოდება, თუმცა მადრიდის ტურნირის გადადების შემდეგ, დარწმუნებული არაა რომ გეგმები კვლავ შეიცვალოს.

"ჩემი განრიგი ნამდვილად არ ვიცი. არ ვიცი რა მოხდება მადრიდის ტურნირის გაუქმების შემდეგ. მაგრამ მზად ვიქნები, მოვემზადები ტურნირებისთვის, რომელიც ევროპაში გრუნტზე გაიმართება. როდესაც მომენტი დადგება, პერსონალურ გადაწყვეტილებას მივიღებ იმ დროისთვის არსებულის სიტუაციის შესაბამისად." - დაამატა ნადალმა.

აშშ-ს ღია ტურნირის ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელსაც უარი არ უთქვამს ამერიკაში წასვლაზე. ქალთა ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს პირველი ნომერი ეშლი ბარტი, ელინა სვიტოლინა და კიკი ბერტენსი. მამაკაცთა შორის კი ნიკ კირიოსმაც უარი თქვა ამერიკაში წასვლაზე. US Open-ი 31 აგვისტოს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება.

0.119309