აშშ-ს ღია ტურნირზე მონაწილეობაზე უარი კიდევ ორმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ და კიკი ბერტენსმა თქვეს. აღნიშნულ ინფორმაცია BBC Sports-ი ავრცელებს. აღნიშნული ჩოგბურთელების გარდა, აქამდე ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს პირველი ნომერი ეშლი ბარტიც არ ითამაშებს აშშ-ში.
უკრაინელის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მარტო არ ჩავიდოდა და არც თავის თავს დააყენებს მაღალი რისკის ქვეშ. მსოფლიოს რეიტინგის მეხუთე ნომერი გასულ წელს აშშ-ს ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
კიკი ბერტენსმა ტურნირზე მონაწილეობაზე უარი მისი ქვეყნის რეგულაციების გამო თქვა. ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინც ამერიკიდან ჩამოვა ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს და გამონაკლისს ბერტენსზე არ დაუშვებენ.