ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი "ფეიენოორდში" დაბრუნდა. როგორც ნიდერლანდური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რობინი დიკ ადვიკაატის გუნდს შეუერთდა და თავდამსხმელები მწვრთნელი იქნება.
თავად ვან პერსიმ კლუბის ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოფიციალური პოზიცია კლუბში არ აქვს და რთულია მისი სტატუსის დასახელება. "ფეიენოორდის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გამოცდილებას შემტევებს გაუზიარებს.
რობინმა კარიერა "ფეიენოორდში" დაიწყო და წლების განმავლობაში ამ გუნდის გარდა "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ფენერბაჰჩეში" უთამაშია.