კალათბურთი

19:37 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდას" ყოფილი კალათბურთელი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ყოფილი კალათბურთელი მაიკლ ოჯო 27 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯო „პარტიზანის“ სპორტულ ცენტრში ინდივიდუალურად ემზადებოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა.

ნიგერიული ფესვების მქონე ამერიკის მოქალაქე ოჯო ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სისოცხლე ვერ გადაარჩინეს. ამ დრომდე უცნობია რა გახდა გულის შეტევის მიზეზი.

„ევროლიგა ვუსამძიმრებთ ბატონი ოჯოს ოჯახს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ბევრ გულშემატკივარს, რომლებიც სიამოვნებას ღებულობდნენ მისი თამაშით“, - წერს ევროლიგის ვებგვერდი.

ოჯომ ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ თამაშში 4.1 ქულასა და 3 მოხსნას აგროვებდა.

0.115932