ფეხბურთი

16:26 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" თურქ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს იხდის

კატალონიის „ბარსელონა“ „ლესტერ სიტის“ ცენტრალური მცველის ჩაღლარ სოიონჯუს ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას NTV Spor-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, 24 წლის თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანური გრანდი 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებს და მზადაა 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

„ბარსელონამ“ „ლესტერთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, თურქი „კამპ ნოუზე“ გადაბარგდება. გასულ სეზონში სოიონჯუმ „ლესტერის“ რიგებში 42 მატჩში ჩაატარა, 1 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა.

0.11645