სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:57 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანელკა: "რეალში" კოშმარი გამოვიარე"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ნიკოლა ანელკა მადრიდის „რეალზე“ საუბრობს, როდესაც ესპანურ გრანდში თავად თამაშობდა. ფრანგს ის დრო ცუდად ახსენდება და კოშმარიც კი უწოდა.

„პრეზენტაციის და პრესკონფერენციის შემდეგ გასახდელში პირველი შევედი და დავჯექი. შემდგე სხვა მოთამაშეები შემოვიდნენ და მითხრეს, რომ ეს მათი ადგილი იყო. მე ბოდიშის მოხდით ვუთმობდი და სხვებს ვეკითხებოდი, დაჯდომა სად შემეძლო, მაგრამ მპასუხობდნენ, რომ იქ მათი ადგილი იყო. ეს ყოველივე დაახლოებით 20-ჯერ მაინც გამეორდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რას აკეთებ აქ, ეს ხომ მტრობაა... თუმცა, რაც მაშინ მოხდა და განვიცადე, მხოლოდ კოშმარის დასაწყისი იყო. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ 20 წლის და ქუჩაშიც ვერ გავდიოდი, რადგან მაშნვე გაზეთების ფურცლებზე აღმოვჩნდებოდი. ჩემზე დიდი ზეწოლა იყო და კარგად ვერ ვთამაშობდი. პირადი ცხოვრებაც არ შემეძლო, ვერაფერს ვაკეთებდი“, - თქვა Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ანელკა „რეალში“ 1999 წელს „რეალიდან“ გადავიდა, 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა, მადრიდი მალევე დატოვა და პსჟ-ს მიაშურა. მოგვიანებით, ფრანგის კარიერაში ასევე იყო „ბოლტონი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ფენერბახჩე“, „იუვენტუსი“ და „ვესტ ბრომვიჩი“.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120328