თამაშგარე

11:08 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი გეი ფეხბურთელებზე

ლეგენდარული ჰოლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელის, ლუის ვან გაალის განცხადებამ საკუთრივ ნიდერლანდებში ნაკლებად, მაგრამ მთელს მსოფლიოში კი ისეთი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რომ ეს ბოლო დღეები, ლუისს ჟურნალისტების რიგი უდგას და განმარტებებს აკეთებს.

ლუისმა განაცხადა, რომ გეი ფეხბურთელები ჰეტეროსექსუალებზე ბევრად უფრო შემოქმედებითები არიან და მას ეს არაერთხელ უნახავს. ნათამაშები ფეხბურთის ხარისხის სექსუალური ორიენტაციით ახსნა ნამდვილად ახალი მიადგომაა და ახლა ისაა გასარკვევი, ამ განცხადებამ სექსუალური უმცირესობებისთვის დადებითი გავლენა იქონია თუ - პირიქით...

ლუის ვან გაალმა ისიც თქვა, რომ მასთან ბევრ გეი ფეხბურთელს უთამაშია, რომელთა დიდი ნაწილი საკუთარ ორიენტაციას ვერ ამხელდა და თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს, რომ თავის ორიენტაციაზე საჯაროდ განაცხადოს და საამისო შედეგების არ შეეშინდეს.

0.159634